Posts

ნოდარ დუმბაძე – „ჩემი გალაკტიონი”

Image
გალაკტიონ ტაბიძე და გიორგი ქუჩიშვილი გალაკტიონი ის პოეტია, რომელიც ვერ შემაძულა სასკოლო ქრესტომათიამ და რომლის ხელახლა შეყვარება არ დამჭირვებია ათწლედის დამთავრების შემდეგ. იგი მუდამ ჩემთან იყო. მას ხატივით თავისი კუთხე ჰქონდა მიჩენილი ჩვენს სახლში და ჩემთვის უზომოდ დიდი ბედნიერება იყო მისივე ხატთან, მაგიდაზე გაშლილ მისივე წიგნში ლოცვასავით სუფთა და წმინდა ლექსების კითხვა. …დანაშაული, რომელსაც ახლა მოგახსენებთ, ხანდაზმულია და ამიტომ ვბედავ გამხელას: 1945 წელს პლეხანოვზე ბუკინისტს თვალსა და ხელს შუა ავაცალე გალაკტიონის ყდაგაცრეცილი რჩეული, რომელიც 100 მანეთი ღირდა და სახლში მისულმა უსინდისოდ დავაწერე – “ჩემი გალაკტიონი!” ამავე წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა. შემდეგ ეს შეხვედრა ოდნავ შეცვლილი სახით, რომან “მზიან ღამეში” აღვწერე. კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტიონთან ჩემთვის დიდად ღირსშესანიშნავი. ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი. – გამარჯობა, ძამიკო, – მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. (ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონ

ვიდეოები

Image
საუკუნის პორტრეტები გადაცემა 4 ნაწილად ვიდეობში მოთხრობილია გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიული და შემოქმედებითი დეტალები. უკვდავი პოეტის ცხოვრებისეულ დეტალებს იხსენებენ გალაკტიონის უცხოვრების უშუალო მონაცილეები.

ტესტი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ (ჩასმულია)

Image
მოგესალმებით. გთავაზობთ გაიაროთ ტესტირება გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ. ტესტირება დაიწყება 15 სექტემბერს 12:00 საათზე. ტესტირება გაგრძელდება 20 წუთი. გისურვებთ წარმატებას! იტვირთება... იტვირთება...

ტესტი გალაკტიონის შემოქმედების შესახებ (ბმული)

Image
გთხოვთ გაიაროთ ტესტი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ დააჭირეთ ზევით მითითებულ ბმულს და გაიარეთ ტესტი გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. შესაძლებელია რომელიმე კითხვას ჰქონდეს ორი სწორი პასუხი, არ  დაიბნეთ. ორივე მონიშნეთ. გისურვებთ წარმატებას!

მერი

Image
ქართული პოეზიის მეფედ აღიარებული გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 მარტს სოფელ ჭყვიშში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.1908 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გალაკტიონმა სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა.  პოეტის პირველი ლექსები „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გამოქვეყნდა, თუმცა აღიარება და პოეზიის მეფის ტიტული 1914 და 1919 წელს გამოქვეყნებულმა კრებულებმა „ლექსები“ და „არტისტული ყვავილები“ მოუტანა... დიდებისა და აღიარების მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში გაატარა, რამაც  გარკვეული კვალი დატყო მის შემოქმედებას. გალაკტიონ ტაბიძემ 1959 წლის 17 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ვა კის სამკურნალო კომბინატის მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა, რომელსაც პაციენტის სამოსი ეცვა. 13 მეტრი იფრინა და მიწაზე დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მოგვიანებით, ექიმებმა სიკვდილის მიზეზად, ტრავმული შოკი დაასახელეს. ხალათის ჯიბეში მას პაპიროსი „რეკორდი“, სამი ასანთის კოლოფი, უბის წიგნაკი, ფანქარი და 281 მანეთი უპოვეს“. ეს  მამაკაცი გალაკტიო

გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია

Image
1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი)  დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს. მამა — ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო. დედა — მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:„...ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის“. გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა ვანთან ახლოს სოფელ ჭყვიშში.  თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს. პოეტის მამა — ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. დედა